კანადისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

13 ნოემბერი 2025, 12:48 88 ნახვა

ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსტემ უმეროვს შეხვდა.

უმეროვი მანამდე სტამბოლში იმყოფებოდა, სადაც მოსკოვთან პატიმრების გაცვლის პროცესის შესახებ მოლაპარაკებები გამართა.

„შეთანხმება იყო - და ის უნდა შესრულდეს“, - დაწერა სოციალურ მედიაში უმეროვმა, რომელიც ასევე უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანია.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასმა  საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი მზადაა სტამბოლში უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები განაახლოს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე