აშშ-სა და რუსეთის ლიდერები ბუდაპეშტში შეხვდებიან, თუმცა სამიტი გადაიდო, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. ორბანის თქმით, ბუდაპეშტში სამიტი შედგება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო მოლაპარაკებები“ ტერიტორიულ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო „ჩიხშია”. ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპთან ვიზიტის დროს სანქციების შემსუბუქების შესახებ მიღწეული შეთანხმება ძალაშია, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი და ის თანამდებობაზე არიან.