ჩინეთში რამდენიმე თვის წინ გახსნილი ხიდი ჩაინგრა

12 ნოემბერი 2025, 11:02 90 ნახვა

ჩინეთში რამდენიმე თვის წინ გახსნილი ხიდი ჩაინგრა. როიტერის ინფორმაციით, შემთხვევა პროვინცია სიჩუანში, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და ტიბეტს შორის დამაკავშირებელ გზატკეცილზე მოხდა. სოციალურ მედიაში ხიდის ნგრევის კადრები ვრცელდება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამ დრომდე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. არსებული ინფორმაციით, ხიდის დანგრევამდე ახლომდებარე ფერდობებსა და გზებზე ბზარები გაჩნდა, ხოლო მთის რელიეფზე ძვრები შეინიშნებოდა, რის გამოც ხიდი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩაკეტეს.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე