პერუში სამგზავრო ავტობუსის კატასტროფის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

13 ნოემბერი 2025, 12:51 351 ნახვა

პერუში 200 მეტრიან  ხრამში ავტობუსის გადავარდნის შედეგად, 37 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს ავარია,  ბოლო წლებში პერუში მსხვერპლის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.

ავტოკატასტროფამდე სამგზავრო ავტობუსი სანაპირო ქალაქ ჩალასა და არეკიპის რეგიონის დამაკავშირებელ გზატკეცილზე ფურგონს შეეჯახა.

დაშავებულებს შორის რვა თვის ჩვილი და ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში