ე.წ. „შათდაუნის“ 42-ე დღეს აშშ-ში 1200-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

12 ნოემბერი 2025, 11:02 69 ნახვა

შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნის 42-ე დღეს 1200-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, 3000-ზე მეტი კი გადაიდო. მედიის ინფორმაციით, ვიდრე ფედერალური მთავრობის დახურვის დასრულების შესახებ შეთანხმება ოფიციალურად ხელმოწერილი არ იქნება, ავიაკომპანიებმა უნდა განაგრძონ საგანგებო ბრძანების შესრულება ფრენების თანდათანობით შემცირების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მთავრობის „შათდაუნი“ 42 დღეა, გრძელდება, თუმცა აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ შემდეგ.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე