აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მთავრობის შათდაუნი დასრულდა.
ორი საათით ადრე კი წარმომადგენელთა პალატამ ხმა მისცა საკვების მისაღებად შეწყვეტილი დახმარების განახლებას, ასობით ათასი ფედერალური მუშაკის ხელფასების გადახდას და დაზიანებული საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემის აღდგენას.
რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა პალატამ პაკეტი 222 ხმით 209-ის წინააღმდეგ მიიღო.
პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ხელმოწერა 43-დღიანი შათდაუნის შედეგად უმუშევარ ფედერალურ მუშაკებს დღეიდან სამუშაო ადგილებზე დააბრუნებს, თუმცა უცნობია, რამდენად სწრაფად აღდგება სახელმწიფო სერვისები და ოპერაციები.