ინდოეთში პოლიციამ ფერმერების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

13 თებერვალი 2024, 13:50 267 ნახვა

ინდოეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ასობით ფერმერისა და მათი მხარდამჭერის წინააღმდეგ, რომლებიც ნიუ დელიში მთავრობაზე ზეწოლის მიზნით მიემართებოდნენ. გაფიცულები მთავრობისგან 2021 წლის დაპირებების შესრულებას მოითხოვენ, რომელიც მოსავლისთვის ფერმერებს უფრო მეტი თანხის გადახდას დაჰპირდა.

დედაქალაქში უსაფრთხოება  მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც  ჩრდილოეთ შტატების ფერმერულმა გაერთიანებებმა საპროტესტო აქციები დაანონსეს მინისტრებთან მოლაპარაკებების ჩაშლის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა რიგ კულტურაზე მინიმალური ფასების უზრუნველყოფას. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში