სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა. წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანია დაღუპული და არიან დაჭრილები.
ბაქო ირწმუნება, ცეცხლი სომეხმა ჯარისკაცებმა გახსნეს. ერევანი კი აცხადებს, რომ ინფორმაციას სწავლობს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გამწვავდა.