უმაღლესიდან ლიგა 2-ში, გიორგი რეხვიაშვილი „სიონში“ ითამაშებს

13 თებერვალი 2024, 09:34 419 ნახვა

ბოლნისის „სიონმა“, რომელიც ეროვნულ ლიგა ორში გამოდის, ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიმატა. გამოცდილი უკანახაზელი "სიონს" ჩემპიონის რანგში შეუერთდა. მისი ბოლო კლუბი ბათუმის "დინამო" იყო.

რეხვიაშვილს სხვადასხვა დროს უთამაშია რუსთავის "მეტალურგში", "ზუგდიდში", თბილისის "დინამოში", "ჩიხურაში", თურქულ "ბოლუსფორში", "ლოკომოტივში", "საბურთალოში", ბერძნულ "ლევადიაკოსში", ლატვიურ "ვენტსპილსში", "შუქურასა" და ბათუმის "დინამოში".

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი