ბათუმის „დინამომ“ საწვრთნელი შეკრების მეორე ეტაპი დაიწყო 

09 თებერვალი 2024, 09:05 447 ნახვა

ბათუმის „დინამო“ თურქეთშია და ჩემპიონატის წინა საწვრთნელი შეკრების მეორე ეტაპს გადის. პირველ ამხანაგურ მატჩს ზღვისპირელებს ლუჰანსკის „ზორიასთან“ 11 თებერვალს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ მზადების პირველ ეტაპზე საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სამი ამხანაგური შეხვედრა უკვე გამართა, ორში ფრე ითამაშა, ერთში კი დამარცხდა.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი პირველ მარტს, ბათუმის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ მატჩით დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში