ნიკა მალი ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს

08 თებერვალი 2024, 08:58 381 ნახვა

ნიკა მალი კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ვებგვერდი „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს. საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „დინამოს“ მოთამაშის ტრანსფერი 6 თებერვალს დაარეგისტრირა, ხოლო 25 წლის მცველი ბათუმელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ბათუმის „დინამომ“ თურქული შეკრების მეორე ეტაპი დაიწყო და ანტალიაში პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ნიკა მალი გუნდს შეუერთდა და ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ბათუმის „დინამო“ მარჯვენა მცველმა, გოგა ჩაბრაძემ დატოვა, ნიკა მალი მის შემცვლელად მოიაზრება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი