იორდანიამ სამხრეთ კორეა დაამარცხა და აზიის თასის ფინალში გავიდა 

07 თებერვალი 2024, 09:52 313 ნახვა

აზიის თასის პირველი ფინალისტი იორდანიის ნაკრებია, რომელმაც ფავორიტი სამხრეთ კორეა 2:0 დაამარცხა. 53-ე წუთზე ანგარიში იაზან ალ ნაიმატმა გახსნა, ხოლო ცოტა ხანში მუსა ალ-ტამარიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეს ნაკრებები ჯგუფშიც შეხვდნენ და კორეელებმა მაშინაც ვერ მოიგეს, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

იურგენ კლინსმანის გუნდს მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს, ხოლო იორდანია აზიის თასის ფინალში ირანსა და კატარს შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომელიც დღეს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში