ეკვადორსა და ესპანეთში ალბანურ მაფიასთან კავშირში 30 ეჭვმიტანილი დააკავეს 

07 თებერვალი 2024, 08:05 362 ნახვა

ეკვადორისა და ესპანეთის პოლიციამ ალბანური ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების ფარგლებში ერთდროულად 30 ადამიანი დააკავა - განაცხადა ეკვადორის გენერალურმა პროკურატურამ.

ორივე ქვეყნის პროკურორებმა  57 რეიდი ჩაატარეს ეკვადორის ექვს პროვინციასა და ესპანეთის ოთხ ქალაქში. დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან  ფულის გათეთრებასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში.   ამოღებული თანხა დაახლოებით 483 ათასი დოლარია.

პროკურატურამ ასევე აღმოაჩინა ნაღდი ფული და ცეცხლსასროლი იარაღი, მოხდა ქონებისა და მანქანების კონფისკაცია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი