ტერორისტული აქტი თურქეთში

06 თებერვალი 2024, 20:35 522 ნახვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, მათ შორის სამი პოლიციელი, სტამბოლის სასამართლოს წინ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მცდელობისას. ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი ქალი და კაცი. წინასწარი ვარაუდით, ისინი მემარცხენე რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის წევრები იყვნენ -განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ იქსის პლატფორმაზე. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ძალები. იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ პროკურატურამ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გასულ თვეში ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა ერთი ადამიანი მოკლეს სტამბოლის კათოლიკურ ეკლესიაში საკვირაო წირვის დროს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილია ჯგუფთან ან თავდასხმასთან კავშირში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი