თურქეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ ბათუმი დღეს მესამე ამხანაგურ მატჩს გამართავს. ზღვისპირელების მეტოქე ამჯერად პოლონური „ზაგლებიე“ იქნება. შეგახსენებთ, რომ ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ორი ტესტ-მატჩი უკვე გამართა.
პირველ შეხვედრაში „ტერმალიცას“ ფრედ 1:1 ეთამაშა, შემდეგ კი მაკედონიურ „შკენდიას“, რომელთანაც 0:2 დამარცხდა.
„დინამოსა“ და „ზაგლებიეს“ მატჩი დღეს თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც 18 საათიანი საინფორმაციო გამოშვება „მთავარი“ ეთერში არ გავა.