ოკლაჰომაში გაზსადენზე აფეთქება მოხდა

31 იანვარი 2024, 13:44 410 ნახვა

ოკლაჰომის  დასავლეთ ნაწილში გაზსადენის აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს.   

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეებს მოუწოდებს თავი მოარიდონ  შემთხვევის რაიონს.

სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, სიტუაცია მოითხოვს ბუნებრივი აირის მილების გათიშვას და დაზიანებულ მონაკვეთზე წნევის შემცირებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი