მენეჯერი და „ნაპოლის“ პრეზიდენტი კვარაცხელიას ხელფასზე ვერ თანხმდებიან

31 იანვარი 2024, 11:11 419 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის არსებული კონტრაქტის გაუმჯობესებაზე საუბარი დიდი ხანია დაწყებულია, იტალიური მედია კი პირველი შეთავაზების დეტალებზე წერს, რომელიც 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მხარემ ნეაპოლური კლუბისგან მიიღო. კვარაცხელია სეზონში 1,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

2022-23 წლების სეზონში „ნაპოლიმ“ სკუდეტო მოიგო, ხვიჩა კი სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამის მიუხედავად, მისი ხელფასი ამ დრომდე კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

შედარებისთვის, ვიქტორ ოსიმენის ანაზღაურება წლიური 10 მილიონია. კლუბმა უკვე ოფიციალურად გააკეთა კვარაცხელიას კონტრაქტზე პირველი შეთავაზება, რომელიც სეზონში 3-4 მილიონ ევროს ოდენობის ხელფასს ითვალისწინებს. მენეჯერი კი მისთვის შვიდ მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც უარი მიიღო.

ვრცელდება იფორმაციაც, რომ ამის გამო, ქართველმა შემტევმა შესაძლოა „ნაპოლი“ სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში