აშშ-ს არ სურს ირანთან ომი - კირბი

30 იანვარი 2024, 09:09 378 ნახვა

აშშ-ს არ სურს ირანთან ომი და არ ცდილობს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციას - აცხადებს თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბი.

კვირას სირია-იორდანიის საზღვართან ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი ამერიკელი ჯარისკაცი და დაშავდა 40-ზე მეტი. ეს იყო პირველი გამანადგურებელი დარტყმა აშშ-ის ჯარებზე მას შემდეგ, რაც ოქტომბერში დაიწყო ისრაელ-ჰამასის ომი.

მომხდარი დაძაბულობის დიდ ესკალაციაზე მიანიშნებს, რომელმაც მოიცვა ახლო აღმოსავლეთი. ირანმა დრონებით თავდასხმასთან  კავშირი უარყო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი