ჩილეში რეკორდული სიცხეა

30 იანვარი 2024, 11:05 404 ნახვა

ჩილეს დედაქალაქში ძლიერი სიცხის გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. რეკორდულმა სიცხემ ქვეყნის ზოგიერთი ნაწილი მოიცვა, დედაქალაქში კი ჰაერის მაღალი ტემპერატურა მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.  მოქალაქეები ქალაქის შადრევნებში ცდილობენ თავის გაგრილებას.

სანტიაგოში ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით  33 გრადუსს აღწევს.  ოთხშაბათს მოსალოდნელია ცელსიუსით  35 გრადუსიანი სიცხე, რომელიც კვირის ყველაზე ცხელი დღე იქნება.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ, ჭარბი რაოდენობით სასმელი წყლის მიღებისა და სიგრილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი