ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და აშშ-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. გუშინ იორდანიაში, სირიის საზღვართან აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა. თემის დეტალები ჩვენს რეპორტაჟში.