სტამბოლში  ეკლესიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს

29 იანვარი 2024, 09:01 312 ნახვა

სტამბოლში, ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციამ ეჭვმიტანილები რეიდის დროს დააკავა, რომელიც 30-ზე მეტ ლოკაციაზე ჩაატარა.   

სულ 47 ადამიანია დაკავებული. ეჭვმიტანილები ტაჯიკეთის და რუსეთის მოქალაქეები არიან.

მანამდე „ისლამურმა სახელმწიფომ“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება და მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ეს იყო პასუხი დაჯგუფების ლიდერების მოწოდებაზე, რომ მიზანში ამოეღოთ ებრაელები და ქრისტიანები - ნათქვამია განცხადებაში.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში