უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული მრავალბინიანი კორპუსის ნანგრევებიდან რვა წლის გოგონას გადარჩენის კადრებია დაფიქსირებული.
ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის მონაცემებით, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 130-ზე მეტი დაშავებულია.