''ჰამასის'' შეიარაღებულმა ფრთამ პასუხისმგებლობა აიღო ღაზაში აფეთქებაზე

24 იანვარი 2024, 14:01 320 ნახვა

პალესტინური დაჯგუფება ჰამასის შეიარაღებული ფრთის მებრძოლებმა პასუხისმგებლობა აიღეს სარაკეტო დარტყმაზე, რომლის შედეგად ღაზის სექტორში 21 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. 

მანამდე ისრაელმა სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინელ ბოევიკებს დააკისრა.  

ისრაელის არმიის პრეს-სპიკერის განცხადებით, ბოევიკების რაკეტები მოხვდა შენობას, სადაც ისრაელის ჯარმა ასაფეთქებლები განათავსა.

თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაინგრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში