მონღოლეთის დედაქალაქში ბუნებრივი აირის ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად გაჩენილი ხანძარი რამდენიმე მიმდებარე შენობას, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსს მოედო.
სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მეხანძრე 60 ტონა თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. დაშავდა 11 ადამიანი.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 600-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის 100 ერთეული იყო ჩართული.