ბრატისლავის „სლოვანი“ მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა 

24 იანვარი 2024, 11:00 786 ნახვა

ქართველების "სლოვანმა", რომელიც საწვრთნელ შეკრებას გადის ყატარში, ამხანაგური მატჩი გამართა მოსკოვის "დინამოსთან" და 1:2 დამარცხდა. მე-4 წუთზე ანგარიში ჯაბა კანკავამ გახსნა.  ისიც და გურამ კაშიაც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

„სლოვანის“ რიგებში ითამაშა ასევე ვაკო გვილიამ, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა და ვაისის გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მოსკოვის "დინამოს" სასტარტოში იყო ლუკა გაგნიძე. სლოვაკურ კლუბს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ დამარცხდა.

ამ მატჩის გამო „სლოვანი“ სკანდალში გაეხვა. სლოვაკური კლუბი კრიტიკის ობიექტი გახდა რუსულ კლუბთან დაგეგმილი სპარინგის გამო, რის გამოც ბრატისლაველებმა ჯერ დაგეგმილი ტესტ-მატჩებიდან დინამოსთან შეხვედრა წაშალეს, მერე კი ფარულად ითამაშეს. პრაღის „სპარტამ“, რომელსაც ამხანაგური მატჩი უნდა გაემართა ვაისის გუნდთან, მათთან სპარინგზე უარი თქვა რუსულ კლუბთან ჩატარებული თამაშის გამო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი