დღეს დილით რუსეთმა სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე. ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ ხუთი ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით,რუსეთმა უკრაინას 41 რაკეტა ესროლა და ფრთოსანი, ბალისტიკური, საავიაციო და საზენიტო მართვადი რაკეტები გამოიყენა. 21 რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა. ხარკოვში სარაკეტო თავდასხმამ იმსხვერპლა სამი ,დაშავებულია 30-მდე ადამიანი.