დონეცკის „შახტარში“ სამმა ქართველმა ითამაშა

23 იანვარი 2024, 12:06 576 ნახვა

დონეცკის „შახტარმა“ შეკრებაზე პირველი ტესტ-მატჩი გამართა და სომხური „პიუნიქი“ 2:0 დაამარცხა. უკრაინული კლუბის სამივე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, თუმცა სასტარტოში მხოლოდ ირაკლი აზაროვი იყო. მან პირველი ტაიმი ითამაშა. შესვენების შემდეგ მოედანზე გიორგი გოჩოლეიშვილი შევიდა მოედანზე. ბოლო წუთზე, უკვე 2:0-ზე გოჩოლეიშვილმა პიუნიქის ფორვარდის დარტყმული კარის ხაზზე მოიგერია. ითამაშა შახტარის ახალწვეულმა ლუკა ლაცაბიძემ. 19 წლის ლაცაბიძე დინამო თბილისის ფეხბურთელია, ის შახტარში ჯერჯერობით, სინჯებზეა. 25 იანვარს ანტალიაში შახტარი ნიკა კვეკვესკირის ლეხს შეხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში