გერმანიის ქალაქებში მემარჯვენე ექტრემიზმის წინააღმდეგ გამოვიდნენ

22 იანვარი 2024, 11:49 309 ნახვა

გერმანიის ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში საპროტესტო აქციაზე. პროტესტი საგამოძიებო სტატიას მოჰყვა, რომელიც საინფორმაციო ვებგვერდ კორექტივზე გავრცელდა. სტატიის თანახმად, პოტსდამში მემარჯვენე ექსტრემისტების შეხვედრაზე, მიგრაციის პოლიტიკა და უცხოური წარმოშობის ადამიანების მასობრივი დეპორტაცია განიხილებოდა. პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც გამოკითხვებით მეორე ადგილზეა, უარყო მიგრაციის გეგმები. საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ბერლინში, მიუნხენში, კიოლნში, და კიდევ რამდენიმე ქალაქში. პრეზიდენტმა მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ გერმანიის მასშტაბით გამართული აქციები ერის სიძლიერის ნიშნად მიიჩნია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში