დიდთოვლობა მაღალმთიანეთში

13 იანვარი 2024, 18:08 761 ნახვა

დიდთოვლობა ხულოში. მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 80 სმ-მდეა, დაბალ ზონაში კი 50 სმ-მდე. გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინაროებს - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

დიდთოვლობის გამო შეფერხებები იყო ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, თუცა ხულოს მერიის ინფორმაციით ამ ეტაპისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ყველა აბონენტს ელექტროენერგია მიეწოდება.

გაწმენდილია სტრატეგიულ ობიექტებამდე მისასვლელი გზებიც.

უწყების ცნობით მუნიციპალიტეტებში გზების გაწმენდით სამუშაოებში 50-მდე ტექნიკა და ადამიანური რესურსია მობილიზებული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში