პოლონეთში პრეზიდენტის სასახლეში ორი მაღალჩინოსანი დააკავეს

10 იანვარი 2024, 10:09 408 ნახვა

პოლიცია შევიდა პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში და  ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილის დაპატიმრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა. ამ ფაქტმა  სახელმწიფოს მეთაურსა და ახალ მთავრობას შორის დაპირისპირება გამოიწვია.   

პარტიის -კანონისა და სამართლიანობის  დავალებით პრეზიდენტის სასახლისა და პოლიციის განყოფილების წინ, სადაც დაკავებულები გადაიყვანეს, ასობით მომიტინგე შეიკრიბა. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მანამდე დაადანაშაულა პრეზიდენტი ანჯეი დუდა მართლმსაჯულების შეფერხებაში მას შემდეგ, რაც მის მიერ შეწყალებული ორი პოლიტიკოსი სასახლეში შეიფარა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის  განუცხადა კერძო მაუწყებელს, რომ პოლიცია სასახლეში შევიდა მაშინ, როცა დუდა იყო თავის სხვა ოფიციალურ რეზიდენციაში ვარშავაში, ბელვედერში და ხვდებოდა ბელარუსის ოპოზიციის  ლიდერს სვეტლანა ციხანოვსკაიას. დაკავებული პოლიტიკოსები ჯერ კიდევ  2007 წელს უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენებისთვის დააპატიმრეს.

2015 წელს დუდამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი შეიწყალა და მისი მთავრობის საკვანძო თანამდებობებზე დანიშნა.გასულ წელს პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი