ირანში აფეთქება მოხდა

03 იანვარი 2024, 20:09 370 ნახვა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, სოლეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ჯერ – ერთი, შემდეგ კი მეორე აფეთქება ქვეყნის სამხრეთ- აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კერმანში, ცერემონიის დროს მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 170-ზე მეტი კი დაშავდა. ზოგიერთი ირანული საინფორმაციო სააგენტო ამბობს, რომ დაჭრილთა რაოდენობა გაცილებით მეტია. როგორც „როიტერი“ წერს, ოფიციალურმა პირმა ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს განუცხადა, რომ „კერმანის მოწამეთა სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე განთავსებული ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ტერორისტებმა დისტანციურად ააფეთქეს“. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში