შერმადინის გამარჯვება და MVP-ს მორიგი ტიტული

17 დეკემბერი 2023, 14:57 411 ნახვა

გიორგი შერმადინის ტენერიფე ლიგა ენდესას მე-14 ტურში მანრესას ესტუმრა და მეტოქე სამი ქულის სხვაობით - 76:73 დაამარცხა. გიორგიმ პარკეტზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულას, 8 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი. მან 6-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. გიორგი ერთი ქულით ჩამორჩა ბრაზილიელ მარსელინო უერტასს. მიუხედავად ამისა, გიორგი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ტენერიფე 7 მოგებითა და 7 მარცხით ჩემპიონატში მერვე ადგილზეა. შერმადინის კლუბი მომდევნო ტურში სარაგოსას უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში