ფლამარიონი „ვალენსიენმა“ ოფიციალურად წარადგინა

14 დეკემბერი 2023, 11:52 471 ნახვა

ბათუმის „დინამოს“ დატოვების შემდეგ ჯოვინო ფლამარიონი ფრანგულმა “ვალენსიენმა” ოფიციალურად წარადგინა. ბრაზილიელმა “ვალენსიენთან” კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა და 96 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ფლამარიონის ახალი გუნდი საფრანგეთის ლიგა ორში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ფლამარიონი ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. მან ასევე ბომბარდირის და წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი