რუსეთში სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა

07 დეკემბერი 2023, 14:51 595 ნახვა
00:00
00:00

რუსეთის ქალაქ ბრიანსკის მე-5-ე გიმნაზიაში მერვე კლასელმა გოგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი. დაღუპულებს შორისაა თავად თავდამსხმელიც. სკოლის მოსწავლემ, რომელმაც ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მერვეკლასელმა ორ ადამიანს, თანაკლასელს და ერთ-ერთ მასწავლებელს ესროლა. გიმნაზიიდან ყველა მოსწავლის ევაკუაცია მოხდა. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. თავდამსხმელის მამა დაკითხვაზე იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, გოგონამ სკოლაში მამის ბეკას-3 ტიპის სანადირო თოფი მიიტანა. მომხდარის პრიორიტეტულ ვერსიად თანაკლასელებთან კონფლიქტი მიიჩნევა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი