ბათუმელი კარატისტის წარმატება

04 დეკემბერი 2023, 10:31 530 ნახვა

ვარშავაში დასრულდა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი კიოკუშინკაი კარატეში „კოკორო კაპ 2023“, სადაც ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა ბათუმელმა დავით მსხალაძემ.

ტურნირი მხოლოდ ერთ, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ტარდებოდა, რომელშიც რვა ქვეყნის 20 მებრძოლი იყო წარმოდგენილი.

ბათუმელი სპორტსმენი ფინალში ევროპის აბსოლუტურ ჩემპიონთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალში მარცხის მიუხედავად, მსხალაძე ტურნირის საუკეთესო ტექნიკურ მებრძოლად დაასახელეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში