პოლონეთის პრეზიდენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

28 ნოემბერი 2023, 13:44 328 ნახვა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის მთავრობა დაამტკიცა. ოპოზიცია, რომელმაც ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა, აცხადებს, რომ მორავიეცკის მთავრობის დამტკიცება არის ფარსი, რომლის მიზანია ხელისუფლების გადაბარების გაჭიანურება.

პარტია „კანონი და სამართლიანობა“, რომელიც 2015 წლიდან ქვეყნის სათავეშია, არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო მანდატები ვერ მოაგროვა და დიდი ალბათობით, პარლამენტში მისი მთავრობა ნდობას ვერ მოიპოვებს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში