აშშ-ის პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა წარმოადგინა თეთრი სახლის წლევანდელი საშობაო დეკორაციები თემაზე: „მაგია, საოცრება და სიხარული“.
წლევანდელი დეკორაციები აღნიშნავს კლასიკური ზღაპრების კრებულის „შობის ღამის“ 200 წლის იუბილეს. თეთრ სახლში 98 ნაძვის ხე 140 ათასზე მეტი ნათურითაა განათებული და სხვა უცნაური სადღესასწაულო სცენებია წარმოდგენილი.
ჯილ ბაიდენი განსაკუთრებით გამოყოფს თითქმის 6 მეტრიან მეტრიან ნაძვის ხეს, რომელიც დაღუპული სამხედროების ხსოვნას ეძღვნება.