ღაზაში საბრძოლო მოქმედებები ჯერ ისევ გრძელდება

22 ნოემბერი 2023, 14:01 276 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ  აგრძელებენ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო იერიშებს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებებში მოსალოდნელი ოთხდღიანი პაუზის წინ. პაუზის დაწყების ზუსტი დრო უახლოეს 24 საათში გახდება ცნობილი.

ისრაელის არმიის  ბოლო  მონაცემებით, გრძელდება საჰაერო თავდასხმები, ჰამასის ბოევიკებთან ცეცხლის გაცვლა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურება.

პალესტინის საინფორმაციო სააგენტო ვაფა იუწყება, რომ დღეს დილით ცხრა ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირათის ლტოლვილთა  ბანაკზე თავდასხმების შედეგად, ხოლო 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ბანაკზე მორიგი თავდასხმის შედეგად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში