არაბი და მუსლიმი მინისტრები ღაზაში ომის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების დაშვების მოწოდებით გამოვიდნენ. ერთობლივი განცხადება მათ პეკინში ვიზიტისას გააკეთეს.
ოფიციალური პირები საუდის არაბეთიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, ინდონეზიიდან, პალესტინიდან და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან“ დღეს შეხვედრებს გამართავენ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან.
ჩინეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, პეკინი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს პალესტინელი ხალხის სამართლიან საქმეს, აღადგინონ თავიანთი ლეგიტიმური ეროვნული უფლებები და ინტერესები.