იერუსალიმსა და ბეთლემს შორის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმა მოხდა

16 ნოემბერი 2023, 14:08 405 ნახვა

იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ბეთლემს შორის მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამი პალესტინელი თავდამსხმელის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაშავებულია ექვსი ადამიანი - ამის შესახებ ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა.

პოლიციის თქმით, უსაფრთხოების ძალებმა თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნეს.

სამი თავდამსხმელის ლიკვიდაცია საგუშაგოზე განთავსებულმა უსაფრთხოების ძალებმა მოახდინეს. დღეს იერუსალიმსა და ბეთლემს შორის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან პალესტინელმა თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს ისრაელელ პოლიციელებს. 6 დაშავებულიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში