საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული, 20-წლამდელთა ნაკრები მექსიკაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ტურნირი გვადალახარაში ვაჟთა და გოგონათა შორის ჩატარდება.
ნაკრების მწვრთნელებმა მალხაზ ლომთაძემ და თემურ ჯანჯღავამ სამხრეთ ამერიკაში შვიდი ვაჟი და ორი გოგონა წაიყვანეს.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი ხარაზიშვილი, საბა ასანიძე, ნიკოლოზ ესართია, ზურაბ მსხალაძე, გერვასი თაბაგარი, გურამ ვეკუა, გიორგი კირვალიძე, ნათია გადელია და მარიამ მურღვლიანი დაიცავენ.