ჯაკარტაში „ასეანის“ თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება

15 ნოემბერი 2023, 10:01 403 ნახვა

დღეს ჯაკარტაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის -ასეანის თავდაცვის მინისტრების რეგიონული შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხები მიანმარში მიმდინარე კონფლიქტი და ისრაელი-ჰამასის ომია.

ფორუმი ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა პრაბოვო სუბიანტომ გახსნა და მისასალმებელ სიტყვაში ასეანის წევრებს მოუწოდა იპოვონ მიანმარის კრიზისის გრძელვადიანი  გადაწყვეტის გზები.  პრაბოვომ და მისმა მალაიზიელმა კოლეგამ ჰაჯი მოჰამად ბინ ჰაჯი ჰასანმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს. 

ჯაკარტა ასევე მასპინძლობს პარტნიორებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა, რომლებიც ასეანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ხვალ შეუერთდებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში