უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ 

15 ნოემბერი 2023, 10:33 443 ნახვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ნიდერლანდები 29:10 დამარცხა და ფინალში ითამაშებს.

პირველი ტაიმი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 7:3 მოიგეს, ლელო შოთა ხელაძემ გაიტანა. მეორე ნახევარში ქართველებმა მეტოქეს კიდევ ოთხი ლელო გაუტანეს და ფინალში გავიდნენ, რომელიც 18 ნოემბერს გაიმართება.

ბორჯღალოსნების მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ფინალში მერვედ იასპარეზებს.

უმცროს „ბორჯღალოსნებს“ ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ აქვთ მოპოვებული.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი