ღაზაში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების გამო სულ უფრო მეტი უცხოელი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ცდილობს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელით დატოვოს ტერიტორია.
რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის ხელახლა გახსნის შემდეგ კვირას ეგვიპტეში ღაზიდან დაშავებული პალესტინელების პირველი ჯგუფის ევაკუაციაც მოხდა.
ასობით უცხო ქვეყნის მოქალაქემ და ათობით დაშავებულმა დატოვა საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი მას შემდეგ, რაც 1-ელ ნოემბერს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი გაიხსნა.
მოქალაქეთა ევაკუაციის გარდა ამ გზით ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებაც შეაქვთ.