საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები პარიზში ეიფელის კოშკთან შეიკრიბნენ და ღაზის სექტორში ცეცხლისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შეწყვეტა მოითხოვეს.
ექიმები საზღვრებს გარეშე, საერთაშორისო ამნისტია და ოქსფამი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იყვნენ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში, სადაც ეიფელის კოშკის ფონზე კედელზე გამოსახული იყო სიტყვები „ცეცხლის შეწყვეტა ახლა“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, რათა ღაზაში თავიდან აიცილოს სურსათის, მედიკამენტების და საწვავის მწვავე დეფიციტი.
ღაზაში ექიმები ამბობენ, რომ საავადმყოფოებში მისულ პაციენტებს აღენიშნებათ ცუდი სანიტარული პირობებით გამოწვეული დაავადების ნიშნები მას შემდეგ, რაც მილიონ ნახევარმა ადამიანმა დატოვა სახლები და დროებით თავშესაფრებში გადავიდა ისრაელის საჰაერო იერიშების გამო. ღაზის სექტორში საავადმყოფოებს ეწურებათ საწვავის მარაგი ელექტროგენერატორებისთვის, რის გამოც ექიმები სულ უფრო ვერ ახერხებენ დაშავებულებისა და ავადმყოფების მკურნალობას.