ისრაელის ცახალმა გაავრცელა ღაზაში საავადმყოფოსა და სკოლის მახლობლად ჰამასის სამიზნეების განადგურების ვიდეომასალა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტელეგრამ-არზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურებულია ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც მეჩეთში იმალებოდა.
ჰამასის ტერორისტებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაუშვეს ისრაელის თავდაცვის ძალების მიმართულებით რამდენიმე ადგილიდან, ერთ-ერთი ასეთი საავადმყოფოს მიმდებარედ დაფიქსირდა - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.
ცახალმა რამდენიმე ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა და ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სკოლაში დამალული რაკეტების გამშვები დანადგარები და იარაღი იპოვა.