სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ჰეილონძიანის პროვინციაში ფიტნეს კლუბში სახურავის ჩამონგრევის შედეგად. მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და სახელმწიფო მედიამ განაცხადეს, რომ ქალაქ ჯიამუსის ფიტნეს ცენტრში ინციდენტის დროს შვიდი ადამიანი იმყოფებოდა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები შედიან დანგრეულ შენობაში და ეძებენ გადარჩენილებს. პირველადი ინფორმაციით, სამი ადამიანი, სავარაუდოდ ბავშვები, იმყოფებოდნენ ადგილზე, როდესაც ის ჩამოინგრა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 19:20 საათზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ნგრევა. წინასწარი ვარაუდით, შემთხვევა სტიქიამ გამოიწვია.
ქვეყნის ყველაზე ჩრდილოეთ პროვინციაში ძლიერი სიცივე და ქარბუქია. უამინდობის გამო არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დაიხურა სკოლები.