ბლინკენი იაპონიაში ჩავიდა

07 ნოემბერი 2023, 13:56 431 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იაპონიის იოკოტას ავიაბაზაზე ჩავიდა. იგი მონაწილეობას მიიღებს ტოკიოში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები განიხილავენ რუსეთს ომის უკრაინაში და ისრაელ-ღაზის კრიზისს.

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისრაელ-ღაზის  კრიზისთან გამკლავების გზებზე იმსჯელებენ.

ომის დაწყების შემდეგ დიდმა შვიდეულმა გამოაქვეყნა მხოლოდ ერთი ერთობლივი განცხადება კონფლიქტის შესახებ, რომელიც რამდენიმე წინადადებისგან შედგებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი