„დინამო“ თბილისი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ისევ დამარცხდა

02 ნოემბერი 2023, 09:59 389 ნახვა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ იტალიურ „პრო რეკოს“ უმასპინძლა და 9:16 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლებული სისტემით ტარდება.

ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს, ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა, საიდანაც ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილეები გამოვლინდებიან. ის გუნდები კი, რომლებიც ჯგუფში მესამე-მეოთხე პოზიციებს დაიკავებენ, ევროთასზე გადაინაცვლებენ და ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში