ბათუმის თასის გათამაშება

01 ნოემბერი 2023, 20:05 1094 ნახვა

ბათუმში დასრულდა საერთაშორისო ტურნირის - „ბათუმის თასის“ გათამაშება ფეხბურთში, რომელიც ბათუმის „დინამოს“ 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. მთავარი პრიზისთვის სხვადასხვა ქვეყნის 15-წლამდე ბავშვების რვა გუნდი იბრძოდა, მათ შორის  „ვალენსია“ „ალკმაარი“, მარსელის „ოლიმპიკი“ და „რიზესპორი“. საქართველოს ტურნირზე, ოთხი გუნდი წარმოადგენდა: ბათუმის „დინამო“, „დინამო თბილისი“, ქუთაისის „ტორპედო“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია. ფინალში ერთმანეთს ვალენსია და „დინამო“ თბილისი დაუპირისპირდნენ. მატჩი „დინამოელთა“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ვალენსიას კარში ანდრია ექუტიძემ და ნიკა გოლავამ გაიტანეს. მესამე ადგილზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი გავიდა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში ქუთაისის ტორპედო დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში